სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოვოდვორსკაია: „საქართველო ნამგლისა და უროს ჩრდილში ექცევა“

„ეს ნერვიულ შეტევას გავს, მეგონა, რომ საქართველო უკვე საკმარისად გამოწვრთნილი იყო იმისთვის, რომ საკუთარ ევროპულ მომავალსა და რეფორმებს ჩასჭიდებოდა, გაეარა ქარცეცხლი და არ წამოგებულიყო გადაგდებულ ლუკმაზე და ქართულ ოცნებაზე, რომელიც რეალურად განუხორციელებელია, მაგრამ იგივეს ვფიქრობდით უკრაინაზეც, მაიდანის შემდეგ.

სამართლიანი ქართული პარტია კი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, ნამდვილად ევროპულად მოიქცა, არავის სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იბრძოლებდა არაკონსტიტუციური საპრეზიდენტო ვადისთვის, მითუმეტეს რომ საუბარია არა მის ძალაუფლებაზე, არამედ საქართველოს ბედზე, მაგრამ იგი სამართლიანად მოიქცა.

ამ ნერვიულ აშლილობას მე განვიხილავ, როგორც პირად ტრაგედიას. თქვენ შეგიძლიათ ახლა ძალიან ბევრი დაკარგოთ. ის, ვინც ამ წუთებში არ იცავს მიხეილ სააკაშვილს და მის რეფორმებს, ის საქართველოს რუსეთთან ღალატობს. ივანიშვილი მოღალატეა, ზემოქმედების აგენტი, ამას ჩვენ დიდიხანია გეუბნებით, რაც ივანიშვილმა დაიწყო საუბარი რუსეთთან მეგობრობაზე. იმ ქვეყანასთან, რომელიც შეეცადა თქვენს დაპყრობას და ბომბებს გიშენდათ.

ჩადით გორში და ნახეთ მონუმენტი, რომელიც რუსული ჭურვებისგან ააგეს და ნახეთ ის საზღვარი თბილისი-გორის ავტოდრომზე, სადამდეც რუსულმა ჯარმა მიაღწია. გაითვალსიწინეთ, რომ ივანიშვილის უკან სწორედ ეს ტანკები დგას.

ივანიშვილთან ერთად საქართველოზე ნამგლისა და უროს ხუთქიმიანი ვარსკვლავის ჩრდილი წვება“, - აღნიშნა ნოვოდვორსკაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100