სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუბლიანას ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა და პატრულს ცეცხლი გაუხსნა - ფოტო -ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილიდან

ამ წუთებში ლუბლიანას ქუჩაზე სამართალდამცველების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. დრონი.ჯი- ინფორმაციით, ადგილზე პატრული ქალმა გამოიძახა, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა.

როგორც ჟურნალისტებთან შსს-ს თანამშრომელმა განაცხადა, ქალბატონის შეტყობინების შემდეგ, რომელსაც მამაკაცი იარაღით ემუქრებოდა გამოცხადნენ შემთხვევის ადგილას.

„შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში შსს-ს თანამშრომელმა.

რაც შეეხება ადგილობრივების კომენტარებს, აი, რას აცხადებენ დრონი-ჯი-სთან საუბარში ადგილობრივი მაცხოვრებლები და მეზობლები:

"ეგ ცოლ-ქმარი ჩემს ზემოთ ცხოვრობდნენ, მე ცოტა ხანია ბინა გავყიდე, მანამდე კი სულ გვაწუხებდა მაგათი ჩხუბი, ეს ქმარი თუ ვინც იყო ხშირად ეჩხუბებოდა ცოლს, აშკარად რთული პიროვნებაა"

"ოჯახური ძალადობაა, მგონი ამ ქალს ვიღაც ჰყავდა და ამ დროს დაადგა ქმარი, რის გამოც ცოლს ესროლა"

"სადარბაზოში მოხდა სროლა, მე მითხრეს რომ მეზობელი გამოესარჩლა ქალსო და ამ კაცმა ვერ აიტანა და ატეხა სროლა, მერე გამოუძახებია ამ ქალს პატრული"

"მე-13 სართულზე ცხოვრობნე, ასე 50 წლამდე ქალი და კაცია, ხშირად ავიწროებდა ქალს, სულ ემუქრებოდა, მგონი გაშორებულები არიან, პატრული რომ შევიდა იმასაც კი ცეცხლი გაუხსნა, აშკარად არ არის ნორმალური ეს კაცი"

შეგახსენებთ, რომ ქალი სახის არეშია დაჭრილი, მამაკაცმაც სხეულის დაზიანება მიიღო და ორივე გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე დრონი.ჯი-ს კორესპონდენტები მუშაობენ და უახლეს ინფორმაციას დაუყოვნებლივ მოგაწვდით.

გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100