"ნუ შემაჩვიეთ ენა“-მერაბიშვილმა მაგიდას მუშტი დაარტყა და მოსამართლეს მიმართა
შოთა უტიაშვილის დაკითხვისას
ბრალდების მხარის
პროკურორების შეკითხვებმა
პროცესზე დამსწრე
ვანო მერაბიშვილის
გაბრაზება გამოიწვია.
შს სამინისტროს
საინფორმაციო-ანალიტიკური
დეპარტამენტის ყოფილი
ხელმძღვანელის, შოთა
უტიაშვილის მიმართ
პროკურორის მხრიდან
დასმული შეკითხვისას,
ვანო მერაბიშვილმა
რეპლიკა გააკეთა,
რის გამოც
მოსამართლის შენიშვნა
მიიღო.
"ნუ შემაჩვიეთ
ენა და
შენიშვნების მოცემა.
თუ უნდათ,
რომ უტიაშვილი
შეცდომაში შეიყვანონ
არ ვიცი,
წყნარად დაუსვან
შეკითხვები", - განაცხადა მერაბიშვილმა
და მაგიდას
რამდენჯერმე დაარტყა
ხელი.
მან სასამართლოს მიმართა, რომ მის მიმართ მეტად კორექტული იყოს.
რაც შეეხება უტიაშვილის დაკითხვას, მან ისაუბრა 2011 წლის 26 მაისის აქციამდე განვითარებულ მოვლენებზე. როგორც უტიაშვილმა განაცხადა, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძის ინიცირებული აქციები შედიოდა გრუ-ს ინტერესებში. ამასთან, უტიაშვილის თქმით, შს სამინისტროს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა ვლადიკავკაზში და გეგმავდა თავისი რაზმით შემოსულიყო საქართველოში და ხელი შეეშალა 26 მაისის აღლუმისთვის.
როგორც უტიაშვილი აცხადებს, სწორედ ამ მიზნით და ოქრუაშვილის ინტერესის შესაბამისად, ამერიკის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. მისი თქმით, იგეგმებოდა ქუჩის გადაკეტვა, რათა ოქრუაშვილი თავისი რაზმით შემოსულიყო ქალაქში.
შოთა უტიაშვილის შეფასებით, სწორედ "დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ შს სამინისტროში შეიქმნა სპეციალური შტაბი 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
უტიაშვილმა
აქციის დაშლის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაშლის დასაწყისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, თუმცა მალევე დატოვა.
უტიაშვილმა
ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, გააჩნდათ ე.წ.მოლოტოვის კოქტეილები. თუმცა, როგორც ის ამბობს, მათი აფეთქების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. თავად უტიაშვილმა, როგორც ჩვენების მიცემისას აღნიშნა, აქციის დაშლას მონიტორის მეშვეობით ადევნებდა თვალს. მისივე ინფორმაციით, რუსთაველის მომიტინგეებისგან
გაწმენდა
2-3 წუთში
მოხდა.
საქალაქო სასამართლოში 26
მაისის საქმეზე პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარი