სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ეხმაურება ნიკა რურუა სანდრო კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ექსმინისტრი ნიკა რურუა. მის ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

სანდრო კვიტაშვილისგან უკრაინის ჯანდაცვის მინისტრობაზე თანხმობა არის ძალიან გამბედავი ნაბიჯი, რადგანაც ეს პოზიცია ძალიან რთულია, მეტადრე მაშინ, როდესაც არარეფორმირებული სახელმწიფო - უკრაინა - რეალურ ომშია. წარმატებები, ძმაო სანდრო! აბა შენ იცი!!!

რაც შეეხება უკრაინელებს, ამის მერე მე ისინი კიდევ უფრო შემიყვარდნენ (და რაღაცნაირი, უცნაური თბილი გრძნობით შემებრალენ), რადგანაც სახეზეა მათი აშკარად გულწრფელი და თავგანწირული სურვილი, რომ ნორმალური სახელმწიფო ჰქონდეთ, რისი ჩამოურთმევი უფლებაც მათ ნამდვილად აქვთ.

Slava Ukraine!!!

P.S. და სამარცხვინოა ჩვენი ხელისუფლების ქონდრისკაცული ჯერ ლარჩრობა, უკრაინის მხარდაჭერის საქმეში, და დღეს უკვე შურიანი, მდაბიური წუწუნი იმაზე, რომ უკრაინელებს რეფორმატორი ქართველების გვერდში დგომა დასჭირდათ. სჯობს საერთოდ ხმა არ ამოეღოთ.“ - წერს რურუა პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100