ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ?
„ისწრაფვის თუ არა რუსეთი საქართველოსთან ომისკენ?" სკანდალური სტატია პირველ გევრდზე “ფრანთ ფეიჯ მეგეზინმა” გამოაქვეყნა. ანალიტიკოსი რაიან მაურო აღნიშნავს, რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება.
„პროამერიკული ლიდერის დამხობას მოსკოვი 2008 წლის ომის პერიოდიდან მოყოლებული ცდილობს“, - წერს მაურო.
„2008 წელს კავკასიაში სამხედრო წვრთნები გამოყენებული იყო იმისთვის, რათა იმ სამხედროების განლაგება და მომზადება შეენიღბათ, რომლებიც შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.“ - ნათქვამია სტატიაში.
რაიან მაური აღნიშნავს, რომ 2004-ი წლიდან რუსეთის სპეცსამსახურების უშუალო დაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე სერიოზული ტერაქტი განხორციელდა.
კომენტარი