ადამიანი, რომელსაც 40 წელი არ სძინებია
ხშირად ხუმრობენ, რომ ის ყავის რეკლამისთვის იდეალური კანდიდატი იქნებოდა. თუ არასდროს გსმენიათ პაულ კერნის შესახებ, გეტყვით, რომ ის მსოფლიოში ყველაზე უცნაური ადამიანი იყო, რომელსაც 40 წელია არ სძინებია და ეს სულაც არ აწუხებდა.
პაული პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ერთ-ერთი შეტაკების დროს გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მან ჯილდოს სახით მედალიც მოიპოვა. სწორედ ამ შეტაკებაზე მოწინააღმდეგე რუსმა ჯარისკაცმა მას თავში ესროლა. დაჭრილი კერნი ლემბერგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოხვედრილმა ტყვიამ შუბლის ნაწილი დააზიანა და მოხვდა ტვინის გარკვეულ უბანს.
ექიმებს პაულის გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, თუმცა ის გადარჩა და სამუდამოდ დაივიწყა ძილი. საავადმყოფოში ყოფნისას კერნს უკანასკნელად ეძინა. ყოველივე ეს კი ტყვიის შედეგად მიყენებული დაზიანების ბრალი იყო. როგორც წესი, ასეთი დაზიანება სიცოცხლისთვის შეუთავსებელია, პაული კი სასწაულებრივად გადარჩა, მაშინდელმა წამყვანმა პროფესორებმა კი ვერ შეძლეს მისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება. კერნს ვერც მედიკამენტები შველოდა, უფრო მეტიც - ძილის მოთხოვნილება არ ჰქონდა და ეს საერთოდ არ აისახებოდა მის ჯანმრთელობაზე.
პაულ კერნი მეოცე საუკუნის მედიცინის თავის ტკივილად იქცა. ტყვიამ თავის ტვინის ნერვული სისტემა სანახევროდ დააზიანა, თუმცა მისი სიცოცხლის უნარიანობა და ენერგიულობა მედიცინის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ უცნაური მოვლენა იყო.
კერნი 1955 წელს გარდაიცვალა და მალე მისი ისტორიაც წარსულს ჩაბარდა, აღარავის ახსოვდა უცნაური პაული, რომლის პარადოქსული მდგომარეობაც ვერავინ გამოიკვლია.
კომენტარი