სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტრიპტიზი შარდენზე

თბილისში, შარდენზე ახალი სტრიპტიზ-კლუბი „როქსენი“ გაიხსნება. სტრიპტიზის მოყვარულმა ყველა მამაკაცმა ამ წინადადების წაკითხვისას სულ ტყუილად გაიხარა - კლუბში მხოლოდ VIP კლიენტებისთვის გაიხდიან.

მოცეკვავე გოგონები, რომლებიც შარდენზე, ახალ ღამის კლუბ „როქსენში“ იცეკვებენ, ბოლო რეპეტიციებს გადიან. ახალი სტრიპტიზ-კლუბი პატრისია დელონის მესამე პროექტია. ქალბატონი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს, მიიჩნევს, რომ ბაზარზე ამ სიახლით შესვლა დროულია.

„ჩვენი კლიენტურა პრემიუმ სეგმენტი იქნება. უამრავი ტურისტი ჩამოდის, მათ შორის, უმრავლესობა უცხოელი. არიან უცხოელები, ინვესტორები, რომლებიც აქ მუშაობენ და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, დაძაბული დღის შემდეგ, დაღლილები, განიტვირთონ, ისიამოვნონ მუსიკით, დალიონ ხარისხიანი სასმელი და თვალიც დაასვენონ“, - ამბობს პატრიცია დელონი „ბიზნესკურიერთან“ საუბარში.

სტრიპტიზ-კლუბისთვის გოგონები მკაცრი კასტინგის შედეგად, უკრაინაში შეარჩიეს. „ამ კასტინგზე მოხვედრა ძალიან ბევრს უნდოდა, მაგრამ ვერ შესძლო - მსურველს მოეთხოვებოდა ინგლისური ენის კარგი ცოდნა, ასევე ყველანი კარგად უნდა ვერკვეოდეთ პოლიტიკასა და სპორტში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გარდა, კარგი მანერებიც აუცილებელია“, - ამბობს საშა კლიმოვიჩი, ერთ-ერთი მოცეკვავე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100