სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის შემხვედრი „შავი სია“ მოამზადა

რუსეთის ფერედაციის საგარეო საქმეთა სამინისტომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული რუსი ჩინოვნიკების „შავი სიის“ საპირისპიროდ, რომელიც სახდეპარტამენტმა სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით შეადგინა, შემხვედრი „შავი სია“ მოამზადა და გამოაქვეყნა.

როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რუსულ სიაში დასახელებული არიან ის ამერიკელები, რომლებსაც საგარეო უწყება რუსეთის მოქალაქეების უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. საუბარია ვიქტორ ბუტსა და კონსტანტინე იაროშენკოზე, რომლებიც პატიმრობას აშშ-ში იხდიან. პირველს იარაღით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, ხოლო მეორეს - ნარკოტიკების კონტრაბანდაში.

როგორც „კომერსანტს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა უთხრა, რუსულ სიაში დასახელებული არიან ისინი, ვინც პრობლეებს ქმნიან რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში. დიპლომატის თქმით, ამ ამ ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის რუსეთში შესვლის უფლება შეჩერებული იქნება.

აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ გატარებული, ვიზების გაცემასთან დაკავშირებული სანქციების შესახებ ორი კვირის წინ გახდა ცნობილი. სანქციები სერგეი მაგნიტსკის საქმეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის იზოლატორში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მაშინ დიმიტრი მედვედევმა დაიქადნა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100