სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში 65 ოპოზიციონერი დააკავეს

რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციამ, მინიმუმ, 65 ადამიანი დააკავა დღეს მოსკოვის ტრიუმფალური მოედნის სიახლოვეს, როცა მათ ტვერის ქუჩისკენ მსვლელობა დააპირეს.

რუსეთში არარეგისტრირებული პარტიის „დრუგაია როსიას“ ლიდერმა, ალექსანდრე ავერინმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ დაკავებულები ექვს განყოფილებაში გადაანაწილეს.

რუსი სამართალდამცველები ოპოზიციონერთა დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პოლიციამ დაშალა მსვლელობა, რომელიც ტვერის ქუჩიდან უნდა დაწყებულიყო. მასში აქციის „სტრატეგია 31“ წევრები მონაწილეობდნენ და პოლიციამ დაშლა მაშინ დაიწყო, როცა ისინი მსვლელობით კრემლისკენ გაემართნენ. მანამდე აქციის მონაწილეები ტრიუმფალურ მოედანზე იმყოფებოდნენ და იქ მჯდომარე აქციაც ჩაატარეს, თუმცა, პოლიცია საქმის მსვლელობაში არ ჩარეულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100