CCloan-ის კამპანია#განიტვირთე
ზუსტად ერთი თვეა, რაცმიკროსაფინანსო ორგანიზაცია CCloan -მა ახალი პროექტი სახელწოდებით #განიტვირთე წამოიწყო. პროექტის აზრი და იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებენ სატრანპორტო საშუალებებში, გადაგვერჩინა დაღლილობისა და მოწყენილობისგან. სამარშრუტო ტაქსების საზურგეებზე დამაგრდა ჩვენი წამახალისებელი რებუსები, რომლის გამოცნობის შემთხვევაშიც მონაწილეები დასაჩუქრდებოდნენ . რებუსები აგებული იყო ქართულ ანდაზებზე, შესაბამისად , მონაწილეებს კარგად უნდა გაეხსენებინათ ღრმა ბავშვობა ან თუნდაც, შვილების დახმარება გამოეყენებინათ და ისე შესდგომოდნენ საქმეს .
პროექტის დაწყების პირველივე დღიდან მონაწილეები აქტიურად ჩაებნენ CCloan-ის კამპანიაში. უღებდნენ ფოტოებს ტრანსპორტში აღმოჩენილ რებუსებს, შიფრავდნენ ცოტათი რთულ ანდაზებს და პოსტის თავში ჰეშთეგსაც აკეთებდნენ (#განიტვირთე). ზუსტად ეს იყოის აუცილებელი პირობა , რომელიც მონაწილეს არ უნდა დაერღვია.
მთელი ნოემბრის თვის განმავლობაში მონაწილეები ტვირთავდენენ ფოტოებს, გამოცნობილ ანდაზებთან ერთად, სწორი თუ არასწორი პასუხებით (საბედნიეროდ, არასწორი პასუხები თითქმის არ ყოფილა). ყველას სურდა გამარჯვება, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ CCloan-ის გუნდის გადაწყვეტილებით საჩუქრები გასაიდუმლოებული იყო.
საბოლოოდ გამოვლინდა 3 გამარჯვებული, შემდეგ კატეგორიებში :
- ვინც ყველაზე პირველი გამოეხმაურა ჩვენს კამპანიას
- ვინც ყველაზე მეტი ანდაზა გამოიცნო პირველმა
- ვის პოსტსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა
სამივე გამარჯვებულს საჩუქრად ერგო საახალწლო კალათები.
სასიამოვნოა, როდესაც მგზავრობისას ბავშვობის გახსენების შესაძლებლობას მოგცემენ . სასიამოვნოა, როდესაც ქაოსური საცობებისაგან ცოტა ხნით გამოღწევის შესაძლებლობასაც მოგცემენ. სასიამოვნოა, როდესაც შენზე ზრუნავენ.
#განიტვირთე არის პროექტი, რომელმაც მოიცვა მთელი თბილისი და შეუმსუბუქა მოქალაქეებს დატვირთული დღეების გრაფიკი. CCloan-ის გუნდი უკვე ემზადება შემდეგიპროექტისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ისევ შევძლებთ თქვენს გამხიარულებას, გახალისებას და ბევრი დადებითი ემოციით დამუხტვას .
კომენტარი