სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს (ფოტო)

დავიდ კომა მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერია. მისი ნამდვილი სახელი გახლავთ დავი კომახიძე, დაიბადა თბილისში, მოდის სფეროში უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში მიიღო.

კომა ლონდონში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა მას სხვა ქვეყნებშიც კარგად იცნობენ, რაზეც მისი სამოსის პოპულარობა მეტყველებს.

დავიდ კომას კაბების სიყვარულით ვარსკვლავებს შორის ყველაზე მეტად, კაილი მინოუგი ჯენიფერ ლოპესი და ბიონსე გამოირჩევიან, რომელთა გარდერობშიც კომას არაერთი კაბაა, თუმცა პოპ მუსიკის ამ ორი დედოფლის გარდა ქართველი დიზაინერის სამოსით თავს სხვა მსოფლიო დონეზე პოპულარული ქალებიც ხშირად იწონებენ თავს.

გთავაზობთ ფოტოებს სადაც მსოფლიო შოუბიზნესის ვარკვლავი ქალბატონები კომას სამოსში არიან გამოწყობილნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100