სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უხ, როგორ მტკივა...რას მერჩი სიკვდილო, რას? რატომ ამიგდე ასე? ერთადერთი მყავდა დარჩენილი..." - ანრი ბიბინეიშვილს ოჯახის წევრი გარდაეცვალა

ანრი ბიბინეიშვილს ბებია გარდაეცვალა, მსახიობი სევდიან პოსტს აქვეყნებს:
"მიდი მიაწექი შენსას სიკვდილო, მიდი არ დაინდო არავინ და არაფერი, მიდი მოსპე და გაანადგურე ყოველი რაც მახარებს, მიდი ლაზათიანად გააკეთე შენი ბოროტი საქმე, მიდი წამართვი ყოველი საყვარელი, მიდი ბარემ მეც დამასე ეგ ბოროტი ბრჭყალი და გაათავე ამით!!! რას მაწამებ? რატო მტკენ? რატომ ამიგდე ასე? ერთადერთი მყავდა დარჩენილი ვინც "უბედურ" ბავშობას მიბედნიერებდა და ისიც წამართვი და როგორ? უსიტყვოდ? უხმოდ? არაფრის გარეშე? ის, მოლაპარაკე და სიცოცხლით სავსე, ასე მარტოდ მყოფი დაადუმე? აფერუმ სიკვდილო! აფერუმ!!! არასდროს მიყვარდი და ახლა ხომ სულ შემზიზღდი!!! ალბათ ერთადერთი იქნებოდი ვისაც მოვკლავდი, რომ კვდებოდეს!!!ნაწვალები და ოთხი ობოლი შვილის აღმზრდელი, ახალგაზრდად დაქვრივებული ქალი? ჩემი მამის დედა!!! ქალი რომელიც სურების მთებში მარტოდ იყო, იმიტომ რომ იქ, მისი ქმრის საფლავს ვერ ტოვებდა, იქ, მისი ახალგაზრდობა არ ავიწყდებოდა ქმართან ერთად! ასე უსირვხვილოდ წამართვი? შეგირცხვა მაშინ სამართალი!!! შენ ყველაზე ბოროტი ხარ რაც ოდესმე გამიგია!!!
ბებო მაპატიეეე გთხოვ დაკლებული სიყვარული და სითბო, მაპატიე. თუმცა შენ იცოდი როგორ მიყვარდი! წავიდა ჩემი საოცარი, გურული ბებო. ჩემი ნათელა ბებო!!! წავიდა და ამით დასრულდა ჩემი სილაღე!!! უხ, როგორ დამნაშავედ ვგრძნობ თავს ბებო!!! უხ, როგორ მტკივააა, უხ, როგორ მიყვარხაარ!!! უხ, უხ და უხ!!!! რას მერჩი სიკვდილო, რას? რა გინდა ჩემგან? იქნებ ადამიანები მაინც დამიტოვო ვინც მავსებს? აბა სხვა არაფერი გამაჩნია სინდისის გარდა!!!
ბოროტი, დაუნდობელი და უსამართლოა სიკვდილი!!! ჩემო ბებოვ!!!
მშვიდობით ბავშვობავ! მშვიდობით ჩემო ნატანჯო ბებოვ! არ მოიწყინო, ეგ არაფერია. ჩვენც მოვალთ ოდესღაც, ასე გაუფრთხილებლად დაგვამუნჯებს ავადსახსენებელი სიკვდილი და გაგვაქრობს!!!
ბეეე, მართლა გულით გთხოვ, არ შეგეშინდეს და არ მოიწყინო გთხოვ!" - წერს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100