ძლიერი ხანძრის შედეგად 53 ადამიანი გარდაიცვალა - რა ხდება რუსეთის ქალაქ კემეროვში?
რუსეთში, ქალაქ კემეროვში სავაჭრო ცენტრ "ზამთრის ალუბლებს" ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 53 დაღუპულის გვამს მიაგნეს, თუმცა კიდევ 16 ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება, შესაბამისად, მეხანძრეებმა არ იციან, ისინი ცოცხლები არიან თუ არა.
როგორც ადგილზე მომუშავე მეხანძრე-მაშველები ამბობენ, ხანძარი დიდი ალბათობით ელექტრო გაყვანილობის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია, თუმცა გამომძიებლები არც გაუფრთხილებლობისა და დაუდევრობის ფაქტს გამორიცხავენ.
ამ დროისთვის ცეცხლი სრულად არის ლიკვიდირებული და ნანგრევებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
კომენტარი