სკოლის მოსწავლე ძილში აიფონის დამტენმა მოკლა
14 წლის ვიეტნამელი სკოლის მოსწავლე ლე თჰი სო ყოველ ღამით რეგულარულად ტენიდა თავის აიფონს საწოლთან ახლოს და ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ როგორ საფრთხეს შეიცავდა ის.
ერთ დილას, როდესაც გოგონას მშობლები მის ოთახში შევიდნენ რათა გაეღვიძებინათ და სკოლაში გაეშვათ, გოგონა უსულოდ იწვა თავის ლოგინში. ოჯახმა სასწრაფოდ გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა საკმაოდ დაგვიანებული იყო.
როგორც ადგილობრივი პოლიცია ირწმუნება, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ტელეფონის დამტენი გახდა, რომელიც მძინარეს თავთან ჰქონდა ახლოს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილი დენის დარტყმამ გამოიწვია. ცნობილი გახდა ისიც, რომ დამტენი დაზიანებული იყო და ლემ წებოვანი ლენტით დაამაგრა, თუმცა, როგორც ჩანს, ძილში ხელი გაკრა სწორედ ამ დაზიანებულ ადგილზე და საბოლოოდ ყველაფერი ფატალურად დასრულდა.
კომენტარი