სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილი „მეოცნებეებისა“ და მანანა კობახიძის დაპირისპირება

კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე, პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად, შიმშილობას განაგრძობს.

აქციის მიმდინარეობის დროს პარტიის ცენტრალურ ოფისთან პარტიის გათავისუფლებულ წევრებსა და მანანა კობახიძეს შორის ალექსანდრე ბერიძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა მანანა კობახიძისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, თუ რატომ კეთდება ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დამამცირებელი განცხადებები, თითქოს ისინი პარტიაში ჩანერგილები და "ნაციონალური მოძრაობის" აგენტები არიან.

მანანა კობახიძის განმარტებით, ბერიძის პარტიიდან გარიცხვა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება იყო, რასაც აქციის მონაწილეები არ დაეთანხმნენ და კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ვიცე-სპიკერი მათ არ შეხვდა.

ასევე, პარტიაში საგანგებო ბრიფინგიც გაიმართა, სადაც პოლიტსაბჭომ რეგიონულ ორგანიზაციებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100