17 მაისიდან AZAL თურქეთის მიმართულებით ყველაზე იაფფასიან ავიარეისს განაახლებს
"აზერბაიჯანის ავიახაზები" (AZAL), 22 მაისიდან, ბაქო-აბერდინ-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს.
AZAL-ის ინფორმაციით ფრენები, სამშაბათობით А-319 ტიპის ხომალდებით, ხოლო კვირობით J2 033 და J2 034 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება. ბილეთის ღირებულება კი 690 აზერბაიჯანული მანათი იქნება.
17 მაისიდან, კი AZAL-ი ბაქო-ტაბზონი-ბაქოს მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს დაიწყებს და ფრენები ATR-42, J2 047 და J2 048 ტიპის თვითმფრინავების მეშვეობით განხორციელდება.ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 156 ევრო, ხოლო ორივე მიმართულებით 220 ევრო ეღირება.
კომენტარი