ტაქსისტი ძმების დედა, რომლისთვისაც ფულს აგროვებდნენ, გარდაიცვალა
ძმები ქართველიშვილები საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო, როდესაც სიმსივნით დაავადებული დედის დასახმარებლად ტაქსაობა დაიწყეს და ავტომობილებზე წარწერებიც გააკრეს.
სამწუხაროდ, დედას ვერ უშველეს. ნიკა ქართველიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც იტყობინება, რომ დედა გარდაიცვალა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
"მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის, რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი.
მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ" - ნათქვამია სტატუსში.
კომენტარი