აღმაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
აღმაშენებლის ხეივანის მე-11 კილომეტრზე "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტმობილი დაიწვა. შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი დაშავდა.
თვითმხილველების ცნობით, ავტომობილს მერსედესის მარკის მანქანა დაეჯახა, რის შედეგაც ის ჯერ გარე განთების ბოძს, შემდეგ კი ბორდიურს დაეჯახა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ოთხივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაიყვანილი. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი