კომპანია „ფრესკოს“ გენერალურ დირექტორად სოფიო კორძახია დაინიშნა
2016 წლის 1 თებერვლს კომპანია „ფრესკო“-ში განხორციელდა საკადრო ცვლილება: კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა სოფიო კორძახია.
კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნესტან ბუცხრიკიძე, რომელიც 2015 წლის გაზაფხულიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა „ფრესკო“-ს, აგრძელებს „ფრესკოში“ მუშაობას და რჩება კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად და გენერალური დირექტორის მოადგილედ იურიდიულ საკითხებში.
ნესტან ბუცხრიკიძე კომპანიის დაარსების დღიდან არის „ფრესკო“-ს თანამშრომელი. იგი არის თავისი საქმის პროფესიონალი და გამოირჩევა კომპანიისადმი ერთგულებით რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.
კომპანია „ფრესკო“-ს გენერალური დირექტორი, სოფიო კორძახია, დაიბადა 1984 წლის 14 ოქტომბერს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
სოფიო კორძახია ოტტო-ფონ-გუერიკეს უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსური მეცნიერების მაგისტრია. ასევე განათლება Northern State University-ში (ამერიკის შეერთებულ შტატები ) მიიღო.
2009-2011 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
კომპანია „ფრესკოს“ ახალ გენერალურ დირექტორს ტოპ-მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სოფიო კორძახია ბოლო 10 წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა.
2014 წლიდან იყო პროკრედიტ ბანკის დირექტორი, ხოლო 2013 წლიდან პროკრედიტ ბანკის გაფართოებული მენეჯმენტის წევრი. სათავეში ედგა ადამიანური რესურსების, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შიდა მომსახურების განყოფილებებსა და კომპლაენსისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ქვეგანყოფილებას.
2014 წელს წარმატებით დაამთავრა გერმანიაში, პროკრედიტის აკადემიის 3-წლიანი კურსი ტოპ-მენეჯერებისთვის, ხოლო 2011 წელს პროკრედიტის რეგიონული აკადემია მაკედონიაში.
„ფრესკო“ ფინანსურად ძლიერი და წარმატებული ჯგუფია. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ეფექტურად ვუხელმძღვანელო კომპანიას და მის ძლიერ გუნდთან ერთად განვახორციელო ყველა დასახული მიზანი. დარწმუნებული ვარ, „ფრესკო“ მომხმარებელს ბევრ ახალ და საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.“ - აცხადებს სოფიო კორძახია
კომენტარი