სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეუთო/ოდირი: ქართულ ოცნებას უბნებზე კამერები ჰქონდა დამონტაჟებული, რაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა

საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ. დამკვირვებლების შეფასებით, ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა - ამის შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშშია ნათქვამი.

"კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას" - წერს ეუთო/ოდირი ანგარიშში.

საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10 პროცენტი), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7 პროცენტი). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ - წერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100