სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფარმაცევტული კომპანია “ჯი-ემ-პი” აგრძელებს კონფერენციების ციკლს - მედიცინის აქტუალური საკითხები

ქართული ფარმაცევტული კომპანია GMP (ჯი-ემ-პი) ატარებს კონფერენციების ციკლს, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები მთელი საქართველოს მასშტაბით ეცნობიან მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

დღეს, 6 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჯი-ემ-პის ორგანიზებით ტარდება კონფერენცია თემაზე: ჰემოროიდული დაავადება: მკურნალობა და პროგნოზი.

მთავარი მომხსენებელი, საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ქარაბაკი მოახსენებს დამსწრე საზოგადოებას ჰემოროიდული დაავადების მართვისა და პრევენციის აქტუალურ საკითხებს და ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე პრეპარატ Turbomicron G ( ტურბომიკრონ ჯი) -ის გამოყენების შესახებ.

კონფერენციას დაესწერებიან ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100