სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდონეზიაში ადგილობრივებმა თავიანთი დაკარგული მეგობარი პითონის მუცელში მკვდარი იპოვნეს

25 წლის ინდონეზიელი აკბარ სალუბირო მოულოდნელად გაუჩინარდა თავისივე და მის კვალს ვერავინ მიაგნო.

თანასოფლელები მას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ერთ დღესაც აკბარის სახლის უკანა ეზოში მეგობრებმა დიდი პითონი შენიშნეს მძინარე მდგომარეობაში და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ სალუბირო სწორედ ამ ქვეწარმავლის მსხვერპლი გახდა.

თანასოფლელებს გრძელი სანადირო დანებით მოუწიათ პითონის მოგერიება და მოკვლა. 7 მეტრიანი ქვეწარმავლის გაჭრის შემდეგ აკბარის გვამი აღმოაჩინეს მის მუცელში, რომელიც გარეგნულად მთელი იყო, თუმცა ორგანიზმში ძვლები სულ დალეწილი ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100