სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადრიანა ლიმას თურქულ პრესა ორ პარალელურ რომანს აბრალებს - მოდელი განმარტებას აკეთებს

ადრიანა ლიმა თურქულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასა და მის პაპარაცულ ფოტოებს ეხმაურება. ყვითელი პრესა სუპერ მოდელისა და თურქი მწერლის ურთიერთობას სტატიას უძღვნის და "Victoria’s Secret"-ის ანგელოზს პარალელურ რომანსაც აბრალებს:

"დღეს მე ინსტაგრამს სიმართლის გასავრცელებელ პლატფორმად ვიყენებ. თურქული ენა გარკვევით არ მესმის, თუმცა ფოტოზეც ვხედავ და როგორც გავიგე ჩემსა და ჩემი სიყვარულის, მეთინის, ირგვლივ ჭორები გავრცელდა. დიახ, მე ვთქვი ჩემი სიყვარული. ხოლო მეორე კაცი, რომელიც ჩემ გვერდით დგას, ჩემი გეი მეგობარია, როგორც აღვნიშნე გეი მეგობარი! და ის ჩემი ოჯახის წევრია. მიზეზი, რის გამოც თურქეთი შემიყვარდა, იყო ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი სიყვარული ვიგრძენი ამ ქვეყნისა და ხალხისგან. ამიტომაც გთხოვთ პატივი სცეთ ჩემსა და მეთინის პირად ცხოვრებას და თავაზიანად გთხოვთ შეწყვიტოთ შეთხზული ნიუსების გავრცელება. ეს ხდება იმ წუთიდან, რაც მე და მეთინმა შეხვედრა დავიწყეთ. გთხოვთ მიიღოთ ის ფაქტი, რომ მე და ის ერთად თავს ბედნიერად და შეყვარებულად ვგრძნობთ. ჩემი სიყვარული კი ამ ქვეყნის მიმართ არ შეცვლილა. მადლობა თქვენი ინტერესისთვის. მიყვარხართ ყველა მთელი გულით და მოუთმენლად ველი უკან დაბრუნებას.

ბრაზილიელი მოდელი, Victoria’s Secret-ის ერთერთი ყველაზე გავლენიანი ანგელოზი, ადრიანა ლიმა თურქ მწერალს მეთინ ჰარას ხვდება. წყვილი პირველად ერთად პაპარაცებმა ერთი თვის წინ ბოდრუმში დასვენებისას გამოიჭირეს. ყველაფერი კი ივნისში დაიწყო, როდესაც ლიმა მწერლის წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა, მაშინ მოდელმა მეთინთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. წერდა, რომ მისი წიგნით აღფრთოვანებული იყო და ახალი განათლებული მეგობარი შეიძინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100