კომუნიზმის, კაპიტალიზმისა და სხვა საზოგადოებრივი წყობების იუმორისტული დახასიათება 2 ძროხის მაგალითზე
კომუნიზმი - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ ხელისუფლება გართმევს ორივეს და გაძლევს ცოტა რძეს.
სოციალიზმი - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ ერთს აძლევ შენს მეზობელს.
ფაშიზმი - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ სახელმწიფო გართმევს ორივეს და მოგყიდის ცოტა რძეს.
ბიუროკრატიზმი - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ სახელმწიფო წაგართმევს ორივეს, ერთ ძროხას მოკლავს, მეორეს კი მოწველის და რძეს გადააქცევს.
ტრადიციული კაპიტალიზმი - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ შენ გაყიდი ერთ ძროხას და იყიდი ხარს. შენი ჯოგი გამრავლდება, ეკონომიკა გაიზრდება, შენ კი თავს ირჩენ მათი გაყიდვიდან შემოსული თანხებით.
რისკიანი კაპიტალიზმი - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ შენ ყიდი სამ მათგანს შენს საჯაროდ დარეგისტრირებულ კომპანიაზე, შენი მეუღლის ძმის სახელზე გახსნილი საბანკო კრედიტის დახმარებით.
შემდეგ ანაზღაურებ შენს დავალიანებას საქონლის გაცვლით შვილობილ კომპანიასთან და იბრუნებ ოთხივე ძროხას, ხუთი ძროხის საგადასახადო შეღავათთან ერთად.
შემდეგ ექვსივე ძროხის რძეზე უფლებები შუამავლის დახმარებით მიედინება კაიმანის კუნძულებზე არსებულ კომპანიაში, რომლის საიდუმლო მფლობელიც გახლავთ მთავარი აქციონერი და რომელიც შემდგომში მთელს უფლებებს თქვენი შვიდივე ძროხის რძეზე მიჰყიდის თქვენს მიერ საჯაროდ დარეგისტრირებულ კომპანიას.
წლიური ანგარიშის თანახმად კი ამ კომპანიას ეყოლება 8 ძროხა.
იტალიური კორპორაცია - შენ გყავს 2 ძროხა, მაგრამ შენ არ იცი სად არიან ისინი და შენ გადაწყვეტ უბრალოდ ისადილო.
ფრანგული კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ შენ გაიფიცები, მოაწყობ აჯანყებას და გადაკეტავ გზებს, რადგან შენ გინდა სამი ძროხა.
ამერიკული კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ შენ გაყიდი ერთს და დააძალებ მეორეს მოიწველოს იმდენი რამდენსაც იწველის ოთხი ძროხა. მოგვიანებით კი დაიქირავებ კონსულტანს იმისათვის, რომ გაანალიზოს შენი ძროხის გარდაცვალების მიზეზები.
შვეიცარიული კორპორაცია - შენ გყავს 5 ათასი ძროხა, არცერთი მათგანი არ გეკუთვნის შენ, შენ გირაოს ახდევინებ ნამდვილ მფლობელებს ძროხების შენახვისა და დაცვისთვის.
ირანული კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ ერთ-ერთი მათგანი ცხენია.
ავსტრალიური კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ ბიზნესი კარგად მიდის, ამიტომ შენ დახურავ ოფისს და გახვალ ლუდის დასალევად რათა ეს ამბავი აღნიშნო.
ჩინური კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ შენ დაიქირავებ 300 მწველავს. მერე აცხადებ, რომ გყავს სრულად დასაქმებული სამუშაო ძალა და მაღალი პროდუქტიულობა. და ბოლოს აპატიმრებ რეპორტიორს, რომელმაც გააშუქა რეალური სიტუაცია.
ინდური კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ შენ მათ თაყვანს სცემ.
ერაყული კორპორაცია - ყველა ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი ძროხა გყავს. შენ ეუბნები მათ რომ საერთოდ არ გყავს ძროხები. არავის სჯერა შენი, ამიტომ ისინი ბომბებს გიშენენ, იჭრებიან შენს ტერიტორიაზე და გიპყრობენ. ახლა შენ ისევ არ გყავს ძროხები, მაგრამ სამაგიეროდ დემოკრატიული ქვეყანა ხარ.
ბრიტანული კორპორაცია - თუ შენ გყავს 2 ძროხა, მაშინ ორივე მათგანი ცოფიანია.
ბერძნული კორპორაცია - შენ გყავდა 2 ძროხა, რომელიც ისესხე ფრანგული და გერმანული ბანკებიდან და მერე შეჭამე ორივე მათგანი.
ბანკები გთხოვენ საკუთარ რძეს, შენ არ შეგიძლია მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ რეკავ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი გსესხულობს ორ ძროხას.
შენ ჭამ ორივე მათგანს.
ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გირეკავენ და გთხოვენ რძეს.
შენ გასული ხარ თმის შესაჭრელად.
კომენტარი