სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქზე“ ნახატის სახით გამოჩენილმა სტატუს-გამოცანამ დიდი ინტერესი გამოიწვია

რამდენიმე საათის წინ „ფეისბუქზე“ ერთი საინტერესო სტატუსი გამოჩნდა, რომელსაც თვალსაჩინოების სახით ახლავს ნახატი-თავსატეხი, რომლის ავტორობასაც მიაწერენ ანონიმ გერმანელ მხატვარს, რომელმაც ის პირველად 1888 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ეს ნახატი ერთ-ერთმა კომპანიამ რეკლამის სახედ გამოიყენა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ნახატის ავტორად კარგა ხნის განმავლობაში ბრიტანელი კარიკატურისტი We Hill ითვლებოდა, რომელმაც ნახატი 1915 წელს, ერთ-ერთ იუმორისტულ ჟურნალშიც გამოაქვეყნა.

მათთვის, ვისაც ნახატი უნახავს და ის თავსატეხიც ამოუხსნია, რაც მასშია ჩადებული, ასახსნელი არც არაფერია, ხოლო მათთვის, ვისაც არ უნახავს, დავძენთ, რომ ძალიან დიდი დაკვირვება მოგიწევთ, ნახატის ფოტოილუსტრაციაზე იმ სტატუსის გასაშიფრად, რაც „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა შვეიცარიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ - გიორგი კავკასიძემ.

აი, სტატუსიც:

„ამ სურათზე ორი ქალია გამოსახული, მაგრამ ზოგი მხოლოდ ახალგაზრდას ხედავს, ზოგი მხოლოდ მოხუცს. ძალიან ცოტა - ორივეს. ზუსტად ასეა საქართველოს მოსახლეობა გაყოფილიც - ზოგი მხოლოდ კარგს ხედავს, ზოგი - მხოლოდ ცუდს. ძალიან მცირე ნაწილი - ორივეს.“

ბოლოს კი, ნახატის თავისებურების კიდევ ერთი დეტალი. როგორც არაერთი დაკვირვებით დადასტურდა, ნახატის პირველად მნახველთა უმრავლესობა ახალგაზრდა ქალს აღიქვამს, ხოლო შემდეგ, მოხუცი ქალის აღქმაზე გადართვა უჭირს. „დრონი.ჯი“ ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს და მეორე ფოტოდ მოხუცი ქალზე ფოკუსირებულ ფრაგმენტს გთავაზობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100