სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამართალს ვერ ვგრძნობ, ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში - ლაზარე გრიგორიადისის დედა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება ლაზარეს დედა, რომელიც ამბობს, რომ სამართლიანობის განცდა არ აქვს. დედისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა ის დამამცირებელი განცხადებები, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირებმა მისი შვილის მისამართით აკეთებენ:

"ძლივს გავძელი, ველოდი რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში. ყველაზე მძიმე ეგ ფაქტი როდესაც ვუყურებდი რას ამბობდენენ ლაზარეზე, ჯერ ვერ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა და სიცილი ამიტყდა, მერე რომ დავრწმუნდი, რომ ასეა. შეუფერებელია, რომ თანამდებობის პირი, რომელსაც ჰყავს შვილები, გინდაც არ ჰყავდეს, მსგავს რაღაცეებს ლაპარაკობდა ჩემ შვილზე - ამბობს თამთა კალანდაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100