სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ედპ–ს მხარდაჭერით ილორის ეკლესიასთან დაკავშირებული აქცია ზუგდიდში ჩატარდა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამეგრელოს ბიუროს ხელშეწყობით, ზუგდიდის გალერეაში გაიმართა ღონისძიება „ჩვენ დავბრუნდებით“, რომელიც უკავშირდება აფხაზეთში, კერძოდ ილორის წმ, გიორგის ტაძრის მდგომარეობას, მისი იტორიული იერსახის დამახინჯებას რუსული რესტავრირების შემდეგ. „მოგეხსენებათ აფხაზეთში მდებარე ეკლესია-მონასტრებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ადგილი აქვს ტაძრების გადაღებვას რუსების მიერ, უკარგავენ ისტორიულ იერ-სახეს, ქართული კულტურისა და არქიტეტურის კვალს სრულიად აქრობენ. მიგვაჩნია რომ ეს არის უდიდსეი პრობლემა და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ერთს მხრივ იუნესკომ და მეორეს მხრივ, ხელისუფლებამ ეს პრობლემა მაღალ რანგში უნდა აიყვანოს, რომ საერთაშორისო ყურადღება იქნას მიპყრობილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა, ეს არის უკვე მეორე პროექტი ედპ-ს თანადგომით გაკეთებული. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე გამოვლინდა კონკურსის, „ენგურს გაღმა ჩვენი სამშობლოა“, საუკეთესო თემის გამარჯვებული მარიამ მარღანია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გადასცა პერსონალური კომპიუტერი“-განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დემეტრე ქარდავამ.

ეკატერინე შინდაგორიძე, ედპ–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100