სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი უმაღლესი განათლების სტუდენტებს არ გაიწვევენ ჯარში?

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით უმაღლესი სამედიცინო განათლების რეზიდენტურის საფეხურზე მყოფ პირებს სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე ჯარში აღარ გაიწვევენ.

"მოქმედი ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს უმაღლესი სამედიცინო განათლების რეზიდენტურის საფეხურზე მყოფ პირს სხვა აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურზე (მაგისტრატურის) მყოფ პირებთან შედარებით. კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში აკადემიური სამედიცინო, სტომატოლოგიური უმაღლესი განათლების საფეხურების გავლის ხელშეწყობა და ეფექტური უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდეგი საფეხურის გავლისთვის ხელმისაწვდომი პირობების შექმნა", - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები. კანონპროექტის თანახმად, მოქმედი კანონის 30 მუხლს ემატება ,,გ2" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება შეეხება უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტს ან და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფ პირს, სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100