რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 32-მდე წლის ქალის ცხედარი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, სახლში მისულ ქმარს კარი ჩაკეტილი დახვდა, ადგილზე გამოიძახეს მაშველები, კარის გახსნის შემდეგ, მათ ბინაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი