სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბიზნესი" რუსულად

"ვიკილიკში" გამოქვეყნებული დოკუმენტები რუსეთს, ფაქტობრივად, მაფიოზურ სახელმწიფოს უწოდებს. 15 წელია ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაული "აყვავების" სტადიაშია.
სდფფსდფსდ
უცხოური პრესა იხსენებს ბორის ელცინის ჯერ კიდევ ოცი წლის წინანდელ გამოსვლას, როდესაც მან საკუთარ სამშობლოს "მსოფლიოს ყველაზე დიდი მაფიოზური სახელმწიფო" უწოდა.
სდფფსდფსდ
კორუფცია რუსეთისთვის საუკუნეების განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამიტომ რუსების უმრავლესობა მას დღესაც ნორმად მიიჩნევს. ზოგი რუსი იმასაც აცხადებს, რომ ისინი ამას ეძახიან "ბიზნესს რუსულად".
სდფფსდფსდ
კორუფციაში აქტიურად ჩართულნი არიან არა მხოლოდ რუსები და რუსეთის მოქალაქეები, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური ორგანიზაციებიც. სხვანაირად ისინი აქ ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ.
სდფფსდფსდ
მათ მთელ სისტემასთან უწევთ პირისპირ დგომა: ესაა მილიცია, უშიშროების ჩინოვნიკები და ასე შემდეგ. ეს ორგანიზაციები სისტემაში არსებული კორუფციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
სდფფსდფ
უცხოელებმა უკვე ზეპირად იციან, ვის და როგორ უნდა გადაუხადონ, რომ რუსეთში ნორმალურად მუშაობა შეძლონ. თუმცა, პირად საუბრებში აცხადებენ, რომ შოკირებულები არიან რუსეთის პოლიტიკური და საქმიანი ელიტის კორუმპირებულობით და კრიმინალიზაციით, რომლებიც რესპექტაბელური ბიზნესმენების როლს თამაშობენ.

კორუფცია და მაფია რუსეთში ჩანაცვლებულია სიტყვა "ბიზნესით". და სახელმწიფო და ხელისუფლება ამ მაფიას ოფიციალურად მფარველობს – აცხადებს დასავლური პრესა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100