ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროები დღეიდან იცვლება
ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროები იცვლება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სარეალიზაციო პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან იქნება 23:00 საათიდან 04:00 საათამდე“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
კომენტარი