სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი: „პოლიციის რეაქცია ადეკვატური იქნება, ანუ რეაქცია არ იქნება“

მიმდინარე აქციების დაწყებამდე ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც ვანო მერაბიშვილმა „რუსთავი–2“–ის პროგრამა „პოსტსკრიპტუმს“ მისცა, შს მინისტრმა აქციების შესახებ ისაუბრა და კითხვაზე, რა რეაქცია იქნება პოლიციის მხრიდან, ასე უპასუხა: „რეაქცია იქნება ადეკვატური. ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი რეაქცია არ იქნება“.

ვანო მერაბიშვილის თქმით, საქართველოში „მხედრიონის“ დროს დაბრუნება წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რადგან საზოგადოება ამას არ დაუშვებს:

„ისინი ბევრად უსუსურები არიან, ვიდრე ჩანან, რადგან იმ იმის ნახევრის შესრულებაც არ შეუძლიათ, რასაც იქადნიან. მათ ავიწყდებათ, რომ ახლა არ არის ის დრო და ის საზოგადოება. ახლა საზოგადოება სხვანაირად აზროვნებს, სულ სხვაგვარად აფასებს მოვლენებს და უდიდესი ნაწილისთვის სრულიად აბსურდულია იმ ადამიანთა ოცნებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნებას გეგმავენ“.

შს მინისტრის განცხადებით, აქციების მიმდინარეობის დროს პოლიცია კანონის სრული დაცვით იმოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100