სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მელორ ვაჩნაძე: ცოლი ლაგოდეხის საავადმყოფოში მივიყვანე და ექიმები ნასვამები დაგვხვდნენ

სამოქალაქო აქტივობის კლუბის თავმჯდომარე მელორ ვაჩნაძე მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვაჩნაძე განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავებისა და ექიმების მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის არასწორად შესრულების ფაქტებზე საუბრობს.

„14 აგვისტოს დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე ლაგოდეხის რაიონში მომივიდა ავტო საგზაო შემთხვევა(მოტოციკლით) რომელსაც მე ვმართავდი სრულიად ფხიზელი(რაც დადასტურდა ალკოტესტით) ,ასევე მოტოციკლზე მეჯდა მეუღლე ნინო გოგოტიშვილი.

ავარია მოგვივიდა სოფელ გურგენიანში სადაც მოსახვევში შუა გზაზე ეყარა დიდი რაოდენობით სილა მოასვალტებულ საფარზე... ამას ისიც დაემატა რომ გარე განათების სანათები არ მუშაობდა ან საერთოდ არაა...

(იქ მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით, მესამე დღეა ასეთი მდგომარეობაა რასაც რამოდენიმე ავტომობილის მოცურებაც მოყვა იქ არ იყო განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშანი.

ამ ყოველივეს მოყვა ჩემი და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება... ჩემს მეუღლეს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის რაიონში, რითიც ძალზედ უკმაყოფილოები ვართ იქ არსებული პირობებით და მედ პერსონალით (გვაქვს ნასვამი ნერვოპათოლოგის და ქირურგის ვიდეო). ტომოგრაფიის არქონის გამო საკუთარი სახსრებით მოვახდინეთ მისი გადმოყვანა თბილიში და იქ ჩატარებული ოპერაცია ხელახლა გახდა ჩასატარებელი, რადგან დაჩირქდა და არასწორად იყო აპერირებული....

მეორე ის რომ პატრული ლაგოდეხში არ არსებობს და კრიმინალური პოლიცია იძიეიებს ავტოსატრანსპორტო შემტხვევებს,ისინი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით მოქმედებენ კერძოდ არ გააჩნიათ ახალი ალკოტესტი და სარგებლობენ ძველით, რაც უკვე კანონდარღვევაა,(რაზეც უარი განვაცხადე და მოვითხოვე ახალი ალკო ტესტი, რომელმაც ჩემი სიფხიზლე დაადასტურა და აღბეჭდილი მაქვს ვიდეოზე), ადგილზე მოსვლის შემდეგ არ გააკეთეს ნახაზი და მოტოციკლი მიატოვეს შემთხვევის ადგილას, მხოლოდ 3 საათის შემდეგ ავარიის ადგილას გადაიღეს სურათები ისიც ჩემი დაჯინებული მოთხოვნით, ხოლო მეორე დღეს დილას ჩამომართვეს ჩემი კუთვნილი მოტოციკლი, რომელიც დღმდე არ ვიცი სად არის.ისენი იყვნენ აგრესიულები და ცდილობდნენ საკუთარი დანაშაულის დაფარვას... ესენი იყვნენ: პოლიციის (უფროსი) ივანე პაპოშვილი 577 57 63 23: (მოადგილე ) მალხაზ კოჭლამაზაშვილი 577 50 00 89: (მოადგილე) ბესო ზედელაშვილი (ნაციონალების დროს ს.ა.დ._ის # 17_ე დაწესებულების ჯალათი) 577 12 40 70: (გამომძიებელი) ტარიელ ფოფხაძე 577 58 31 47. და ვინმეე ირაკლი რომელიც ასევე აგრესიული იყო...

მოვითხოვ ჩარტარდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე როგორც პოლიციელი, ასევე მედიკოსები და გამოირკვეს ვისი კომპეტენციაა საავტომობილო გზის მოვლა, პატრონობა, დასუფთავება და რატომ იყო ასფალტის საპარზე თან მოსახვევში დიდი რააოდენობით ქვიშა მიმოფანტული, რამაც მოგვაყენა სერიოზული ფიზიკური და მატერიარული ზიანი მე და ჩემს მეუღლეს...

ვთხოვ მთავრობას და მასმედიას დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.“ - ნათქვამია ვაჩნაძის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100