სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხრა თვის შემდეგ ლიკა კიკიანს ისევ ემუქრებიან

კუს ტბის საბაგიროსთან მომხდარი ინციდენტიდან ცხრა თვის შემდეგ ლიკა კიკიანმა ფეისბუკ გვერდზე მუქარის შემცველი მესიჯები ისევ მიიღო.

დაუდგენელი პირი მესიჯებში ლიკას უშვერი სიტყვებითაც მოიხსენიებს, აგინებს, ემუქრება, რომ ვაკეში გასვლის უნდა ეშინოდეს და რაც მთავარია იმ შემთხვევაში, თუ ეს მესიჯები გასაჯაროვდება, ის რაც კუს ტბაზე მოხდა, ლიკასთვის მონაგონი იქნება.

კონკრეტულად ვინ არის ამ მესიჯების ავტორი, ლიკა კიკიანმა არ იცის, თუმცა მესიჯებში რამდენიმე ისეთი ფრაზა ამოიკითხა, რაც ვარაუდს, რომ ის აუცილებლად პოლიციელია და სავარაუდოდ მის დაკითხვას ესწრებოდა.

ლიკა კიკიანისთვის გამოცანად რჩება რას უკავშირდება თითქოს მივიწყებული საქმის ხელახალი გააქტიურება. თითქოს პოლიციელებს მისი დაშანტაჟების ინტერესი აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგან საქმე ოფიციალურად ისევ ძიებაშია, მაგრამ 9 თვის განმავლობაში არავინ დასჯილა.

ლიკა კიკიანს ახლა ყველაზე მეტად ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება სურს, ამბობს, რომ არც მაშინ შეშინებია, როდესაც მას და მის მეგობრებს ემუქრებოდნენ და არც ახლა ეშინია, თუმცა თუ მუქარა სისტემატიურ სახეს მიიღებს და დამნაშავეები დაუსჯელები დარჩებიან, იძულებულები გახდება სამშობლო კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე სამუდამოდ დატოვოს.

ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/42857

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100