სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიელმა ექიმებმა სამედიცინო სასწაული მოახდინეს

იტალიელმა ექიმებმა სამედიცინო სასწაული მოახდინეს, მათ კომაში მყოფი ქალი ამშობიარეს.

25 წლის კაროლინა სეპე (Carolina Sepe) 10 კვირის ორსული იყო როდესაც თავში მიღებული ტრამვის შედეგად კომაში ჩავარდა. კაროლინა ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში 2013 წლის აგვისტოში მოათავსეს, მას შემდეგ ქალი გონზე არცერთხელ არ მოსულა, თუმცა ექიმები ორსული ქალის ნაყოფის გადარჩენას მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდნენ და როდესაც კომაში მყოფი დედის ჯანმრთელობა გაუარესდა, პატარა საკეისრო კვეთის შედეგად მოავლინეს ქვეყანას.

ახალშობილს მარია ლილიანა დაარქვეს და მცირე წონის (1,1 კგ) გამო დაბადებისთანავე ინკუბატორში მოათავსეს. რაც შეეხება კაროლინას ის მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100