სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავების მობილიზებაა - ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს 11:00 საათზე მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა გაიმართოს სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ცოტა ხნის წინ შევიდა პენიტენციური სამსახურის მანქანა, სპეციალური ესკორტით. პოლიცია სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზეა განაწილებული. სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებიცაა აღმართული. ადგილზეა ყვითელი ავტობუსი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ე.წ. რობოკოპები. შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. ადგილზე პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციაა დაგეგმილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100