8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე, მისი თქმით, 8 ივნისიდან აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
„რვა ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით “- , განაცხადა გახარიამ.
კომენტარი