შს მინისტრი, ეკა ყუშიტაშვილის და ცინარიძის "სკანდალზე" პირველ კომენტარს აკეთებს
შს მინსტრი ვახტანგ გომელაური გაზეთ „კვირის ქრონიკას“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს. ვახტანგ გომელაური საპატრულო პოლციის თანამშრომლებზე გამოქვეყნებულ სკადალურ ვიდეომასალაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპატრულო პოლიციელისა და მოქალაქის ვიდეო გაასაჯაროვა. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და როგორ აღმოჩნდა „ნაციონალების" ხელში?
რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს შეეწირა პატრული, ჯღარკავა სწორედ მისი მოთხოვნით გათავისუფლა სამსახურიდან.
ასეთი რამ არ მომხდარა, პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ და „ნაციონალებმა" დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია, რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ ნასვამი იყოს, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაშ მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს. ახლა ნახეთ რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას „ნაციონალებმა“, თითქოს პატრული გაათავისუფლეს ამის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილს ჯარიმა გამოუწერა. ის დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთ უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გულისათვის არ გაუთავისუფლებიათ პატრული სამსახურიდან.
კომენტარი