"რუსეთის ნათელი მომავლისთვის" - დიანა ღურცკაია არჩევნებზე მივიდა
მომღერალი დიანა ღურცკაია 2024 წელს მოსკოვის არჩევნების მონიტორინგის საჯარო შტაბს ეწვია, რომელიც დედაქალაქის ცენტრში, ტიმურ ფრუნზეს ქუჩაზე მდებარეობს.
ის საზოგადოებას გააცნეს, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელი.
დიანა ღურცკაიამ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთის ნათელი მომავლისთვის, ყველა შშმ პირს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს.
ცნობისთვის, აფეთქებების ფონზე გრძელდება საარჩევნო პროცესი რუსეთის ზოგიერთ ქალაქებში. საარჩევნო ურნებთან, პუტინი ამ დრომდე არ გამოჩენილა, თუმცა როგორც გაირკვა, რუსი დიქტატორი კიდევ ერთხელ გასაპრეზიდენტებლად ძველი მეთოდებით იბრძვის. ზოგს არჩევნებში მონაწილეობას აიძულებენ, ზოგსაც პატიმრობით ემუქრებიან.
კომენტარი