სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლარენს კლემონსი გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზმენი და საქსოფონისტი, კლარენს კლემონსი ფლორიდაში, ინსულტის გართულების შედეგად დაიღუპა.

ინსულტი კლემონსმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიტანა, თუმცა, მედიკოსებმა გართულებები თავიდან ვერ აიცილეს. ჯგუფ E Street Band წევრი და ბრუს სპრინგსტინის შემოქმედების სულისჩამდგმელი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო დღეები მან პალმ-ბიჩის საავადმყოფოში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯაზმენის გვერდით მისი მეუღლე, ვიქტორიაც იმყოფებოდა.

„კლარენსმა საოცარი ცხოვრებით იცხოვრა“, - დაწერა სპრინგსტინმა საკუთარ ვებ-გვერდზე, - „მას უყვარდა საქსოფონი, უყვარდა ჩევენი ფანები და ყოველ საღამოს სცენიდან უშურველად გვაძლევდა ყველაფერს, რაც გააჩნდა“.

პოპულარულ ჯაზ-ბენდში E Street Band მუსიკოსი 1972 წელს მოხვდა. სპრინგსტინის გარდა, კლემონსი უკრავდა რინგო სტართან და მის All Star Band-თან, ასევე არეთა ფრანკლინთან, როემ ორბისონთან, ჯეკსონ ბრაუნთან.

მუსიკოსი ტელეშოებშიც მონაწილეობდა და ფილმებშიც იღებდნენ. 1977 წელს მან მარტინ სკორსეზეს მუსიკალურ ფილმში „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ ითამაშა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100