სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოკოლადი - ,,მეფეების საკვები“

,,შეიძინეთ მეფეების საკვები“ – ეს ფრაზა რამდენიმე ასეული წლის წინ ყველასათვის საყვარელი პროდუქტის, შოკოლადის რეკლამისთვის დასჭირდათ.

ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ,,მეფეების საკვების“ გემო , როდესმე დედამიწაზე არ იცოდნენ. ჩვენ კი მის აღმოჩენას, ვინმე ცნობილ მეცნიერს ან გურმანს კი არა, ერთ ესპანელ განსწავლულ ბერს, ვინმე ბენცონს უნდა ვუმადლოდეთ.

მე–16 საუკუნის შუა წლებში ბენცონის აღმოჩენილი თხევადი შოკოლადი ,,ღვთიურ სითხედ“ აღიარეს. მცენარეთა ნაყოფის შესწავლით დაინტერესებულ ბენცონს კი მეფისთვის, შოკოლადის სასარგებლო თვისებებზე მთელი მოხსენება წაუკითხავს. ამის შემდეგ კი შოკოლადის არსებობა სახელმწიფო საიდუმლოდ იქცა და მისი მომზადებისა და საერთოდ არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასახლის კარზე რამდენიმე ათეული ადამიანიც დასაჯეს.

,,საიდუმლო სასმელი“ , რომლის ლეგენდარულ თვისებად ჭრილობების სწრაფად მოშუშება ითვლებოდა, სასახლის კარზე მხოლოდ სამეფო ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. ოდნავ მოგვიანებით, მისი შეძენა მხოლოდ მდიდარი მემამულეებისთვის და სამეფო კართან დაახლოებული პირებისთვის გახდა ხელმისაწვდომი,ამიტომაც უწოდეს მას ,,მეფეების საკვები“. ის მხოლოდ თხევადი სახით მოიპოვებოდა. მის დამზადების პროცესი საკმაოდ რთული იყო, დამატებითი ინგრედიენტები კი ძალიან ძვირი.

მხოლოდ მე–19 საუკუნის ბოლოს კონდიტერებმა შეძლეს უფრო მარტივად დაემზადებინათ მყარი შოკოლადი და ის ,,ღვთიური სითხიდან“ გემრიელ საკვებად იქცა, თუმცა ლეგენდები მის განსაკუთრებულ თვისებებზე მაინც დადიოდა, შოკოლადების მწარმოებლები მოსახლეობას დეპრესიისგან განკურნებას,, განწყობის ამაღლებას და ბევრ ღიმილს ჰპირდებოდნენ. მოგვიანებით კი მისი სარგებლიანობა მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლება: ,,შოკოლადი ჰორმონალურ დონეზე განწყობას აუმჯობესებს“. დღეს კი, დიეტოლოგები შოკოლადს არ სწყალობენ, თუმცა ,,მეფეების საკვებს“ ერთი ღვთიური თვისება მაინც შემორჩათ, თუ ფსიქოლოგებს ვენდობით, მარტივია ამ პროდუქტით ადამიანის ხასიათის შეცნობა, ისინი ვინც შოკოლადს ეტანებიან, თურმე მარტოსულები და დეპრესიულები არიან.

ეს ზოგადად, ისე კი, ზოგიერთისთვის მეფეების საკვებად წოდებული შოკოლადი მხოლოდ სასუსნავია და მსუნაგობასთან ასოცირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100