სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა შურისძიების მოტივით - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, რა დროსაც მან თანასოფლელი დავით ჩუგუაშვილი დანით დაჭრა. 15 ივნისს გარდაცვლილის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყება წერს, რომ ბ.ი. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს.

მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100