31 წლის ქალმა საკუთარი შვილები დახოცა - ყველაზე პატარა 8 თვის გახლდათ ხოლო დანარჩენი ორი 9 წლის და 3-ის
ავსტრიის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ვენაში მცხოვრებმა 31 წლის ქალმა დილით, 5:20 საათზე პოლიციას დაურეკა და თქვა, რომ შვილები დახოცა და თავის მოკვლას აპირებდა. ერთი ბავშვი 9 წლის, მეორე 3-ის, ყველაზე პატარა კი 8 თვის იყო.
პოლიციელებს ადგილზე ორი ბავშვის ცხედარი დახვდათ, მესამე, უფროსი ბავშვი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ქალს თვითდაზიანებები აღენიშნება.
კომენტარი