ბრიუსელში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის IV სხდომა გაიმართა
ბრიუსელში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეკომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი სამმართველოს უფროსი ჯონ კეარი იყვნენ.
ქართული მხრიდან შეხვედრაში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის მუშაობაში ჩართული საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ევროპული მხრიდან კი საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
"ქვეკომიტეტის სხდომაზე მხარეებმა ლეგალური და არალეგალური მიგრაციის, საზღვრის მართვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებათა იმპლემენტაციის, ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, ფულის გათეთრებასა და კორუფციასთან ბრძოლის, სამართლებრივი თანამშრომლობის, სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის დახმარებების საკითხები დეტალურად განიხილეს. შეხვედრა ღია და კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა,"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, ექსპერტთა დონის ერთ-ერთ ინსტიტუტს წარმოადგენს.
კომენტარი