სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გასვლა“ ფუნქციის გამოყენება ქსელიდან გასვლას არ ნიშნავს – Facebook გვითვალთვალებს!

ცნება „პირადი საიდუმლო“ უკვე კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა. მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილი ქსელი და სერვისი მომხმარებელს მუდმივად უთვალთვალებს და მათ შესახებ მონაცემებს აგროვებს. როგორც გაირკვა, „ფეისბუქი“ ამას მაშინაც კი აკეთებს, როცა თქვენ საკუთარ აქაუნთზე ავტორიზებული არ ხართ, უფრო მარტივად – რეგისტრირებული ხართ, მაგრამ იმ მომენტში ქსელში არ ხართ.

სპეციალისტმა ნიკ კუბრილოვიჩმა (Nik Cubrilovic) მეტად საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა. მან შეისწავლა facebook.com–ზე ბრაუზერების მხრიდან გაგზავნილი მოთხოვნების HTTP–სათაურები და იპოვა სახეშეცვლილი cookie–ფაილები, რომლებიც „ფეისბუქიდან“ გასვლის შემდეგ ჩნდება. ეს cookie–ფაილები შეიცავენ ყველა ინფორმაციას, რომელიც ავტორიზაციისთვისაა საჭირო და საშუალებას აძლევენ „ფეისბუქის“ სპეციალისტებს, გაარჩიონ ერთი მომხმარებელი მეორისგან, მასზე ინფორმაციის შეგროვების დროს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გასვლა“ ფუნქციაზე დაკლიკების მიუხედავად, მომხმარებელი ქსელში რჩება. უბრალოდ, ერთი cookie–ფაილი იცვლება მეორით, რაც ქმნის ქსელიდან გასვლის იმიტაციას. ასე რომ, „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ეჭვადაც კი არ იცის, თუ ქსელი მომხმარებლის მონაცემებით კოლექციონერობს და შეუძლია გაიგოს ყველაფერი: რომელ საიტებზე გადადის, რომელ სერვისს იყენებს და, თუკი მობილურ ვერსიასაც გავითვალისწინებს, ისიც კი – სად იმყოფება მომხმარებელი ამა თუ იმ კონკრეტულ დროს.

აღსანიშნავია, რომ ამ სკანდალის შესახებ უკვე ისეთი გამოცემებიც წერენ, როგორებიც არიან „ბი–ბი–სი“, „დეილი მეილი“, „ეი–ბი–სი ონლაინ“ და სხვა ავტორიტეტული მედიასაშუალებები. მათ მიერ გამოქვეყნებული მასალები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100