სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რას წერს ხატია ბუნიათიშვილი "Coldplay"-ს სოლისტს

„ძვირფასო კრის

გუშინ ღამით პარიზში პირველად მივიღე მონაწილეობა შენს კონცერტში. პირველად ვიგრძენი გულისცემა ქალაქის, რომელსაც ტერაქტის შემდეგ ვერ გადაუწყვიტავს რომელი აირჩიოს - სიყვარული თუ სიძულვილი. 13 ნოემბრის შემდეგ პირველად ვიგრძენი როგორ მოაწვა სისხლი ჩემს გულს, და ეს ყველაფერი შენმა მუსიკამ გააკეთა. შენმა უსაზღვრო უნარმა შეიყვარო ყველა და ყველაფერი. გუშინ ღამით ვიდექი უცნობ ხალხში და ჩვენ ერთნაირად გვიხაროდა, ვცეკვავდით, ვტიროით. ეს მოხდა გუშინ ღამე პარიზში.

ძალიან ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც ხალხს არ აქვს შესაძლებლობა იმღეროს, უყვარდეთ, იცეკვონ, იცინონ, იგრძნონ თავისუფლება, რადგანაც ამის საშუალებას დიქტატორები და ტერორისტები არ აძლევენ. მე ვიცი, რომ შენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვი არა სიტყვებით, არამედ შენი სიყვარულით.

მაშინ როდესაც შენ ახალ ალბომს ვუსმენდი, შიგნიდან გავიყინე, ეს იყო განსხვავებული ემოციების ტალღა. შენ არ ცდილობ ეს ემოციები მხოლოდ პოზიტიური იყოს, ყველაფერს უშვებ - სასოწარკვეთილებას, იმედს, რწმენის დაკარგვას, სიბრაზეს და სიყვარულს. უიმედობის გარეშე არ ჩნდება იმედი ხოლო სიბნელის გარეშე სინათლე. მუსიკაც ამ ყველაფერს შეიცავს. მისი მოსმენის შემდეგ მე ვიგრძენი როგორ დაიწყო ჩემმა სისხლმა მიმოქცევა. მე ცოცხალი და ბედნიერი ვიყავი.

მადლობა რომ მომეცი საშუალება ვყოფილიყავი ამ მუსიკის ნაწილი. შენ მე მაჩვენე რომ შენი მუსიკა მშვენიერია. ნეტა თუ იცის ხალხმა როგორ გიყვარს და ერკვევი კლასიკურ მუსიკაში, როგორ გრძნობ ფრაზებს, ჰარმონიას დრამატურგიას თითოეულ სიმღერაში? ალბათ არ იციან, მაგრამ გრძნობენ. ყველა სიბრძნე შენ ენაში მარტივია.

საქართველოში, ჩვენ გვაქვს ხე, რომელსაც „ნატვრის ხეს“ ვეძახით. ადამიანები თავიანთ სურვილებს წერენ და მასზე კიდებენ, რომ აუსრულდეთ. ბავშვობაში ეს მეც გამიკეთებია. მახსოვს მშვიდობა და სიყვარული ვითხოვე. შენ ალბომი ამ სურვილს ცხადად მანახებს.

მადლობა კრის, მადლობა ქოლდფლეი.

სიყვარულით ხატია!“ - წერს ბუნიათიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100