ნიდერლანდებში მარიხუანას მოწევა კოკაინის მოხმარებასთან გათანაბრდება
ჰოლანდიის „მწვანე კაფეებში“ სულ მალე, შესაძლოა, ძლიერმოქმედი მარიხუანას გაყიდვა ოფიციალურად აიკრძალოს. როგორც BBC იტყობინება, ჰოლანდიელი ჩინოვნიკები ამზადებენ კანონპროექტს, რის შემდეგაც სახელგანთქმული Coffee shop- ები ეგზოტიკის განრიგში გადაინაცვლებენ, რადგან ჰოლანდიის ხელისუფლება აპირებს, კოკაინთან გაათანაბროს იმ მარიხუანას მოხმარება, რომელშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა 15%–ზე მეტია. არადა, დღემდე ცნობილი „მწვანე“ კაფეებში მოთხოვნადი მარიხუანის სამ მეოთხედს სწორედ ისეთი „ბოლი“ შეადგენს, სადაც ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაჩვენებელი 15%–ზე მეტია.
ამასთან, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიუხედავად, ჰოლანდიის ხელისუფლება არ აპირებს აკრძალოს ამ ნივთიერების შედარებით მცირე დოზებით შემცველი მარიხუანას გაყიდვა.
კომენტარი