ერთ დღესაც შენ შეხვდები მას და მიხვდები რატომ არ გამოდიოდა არასდროს სხვასთან...
ერთ დღესაც შენ შეხვდები მას, ვისი გამოჩენისთანავეც შენს ცხოვრებაში საოცარი სიმშვიდე დაისადგურებს , რომელთან ერთად ყოფნისასაც შენი გონება უამრავ უაზრო წვრილმანზე ფიქრით არ იქნება დაკავებული და არც მასზე ფიქრი აღარ მოუტანს შენს გულს ტკივილს.
მასზე მეტი ინფორმაციის მოძიების მიზნით აღარ იქნება საჭირო სოციალურ ქსელში ხანგძლივი გამოძიების ჩატარება. მისი ქცევები თავიდანვე იმდენად ნათელი და გასაგები იქნება, რომ შენ აღარ მოგიწევს საათების გატარება იმაზე ფიქრში,თუ რა იმალებოდა ყოველი ქმედების უკან. ყოველი სიტყვის , გრძნობის, ემოციის კონტროლი და შიში იმის ,რომ თუ მეტ სითბოს გამოიჩენ ეს მას შეაშინებს და შესაძლოა დააფრთხოს კიდეც სრულიად უცხო ხილი იქნება. შენ აღარ დაგჭირდება უაზრო და უმიზნო ლოდინი იმის, თუ როდის გაბრწყინდებიან თქვენთვისაც ვარსკვლავები, თუ როდის გადმოგხედავთ ბედისწერა გულმოწყალე თვალებით,თუ როდის მოვა შესაფერი დრო ,რომ როგორღაც ერთად იყოთ.
ამ ყოველივეს ნაცვლად, მისი განზრახვები საოცრად ნათელი იქნება შენთვის. ის არ გაუშვებს არც ერთ შანსს ხელიდან იმისთვის,რომ გაჩვენოს რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის. შენთან ერთად გასატარებლად ის აუცილებლად გამონახავს საჭირო დროს. ის მზად იქნება ერთად ყოფნისთვის, შენთან ყოფნისთვის, ვინაიდან სწორედ შენ იქნები ის ადამიანი,რომელსაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებდა.
ერთ დღეს შენ შეხვდები მას, ვინც დაგიბრუნებს დაკარგულ რწმენას რომ სიყვარული არსებობს.
ის შენს ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდება ,როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი. მაშინ, როდესაც შენი გული ტკივილისაგან ცარიელ სამარეს იქნება დამსგავსებული, მაშინ,როცა გარშემო კედლების აშენებას დაიწყებ,რომ აღარავინ მოუშვა ახლოს, რადგან ტკივილის შეგეშინდება.
მაგრამ მიუხედავად გადატანილი ტკივილისა და იმედგაცრუებისა, მისი დანახვისას შენ თავადვე დაიწყებ შენივე აშენებული კედლების ნგრევას იმისთვის,რომ ახლოს მოუშვა, რადგან სიყვარული,რომელსაც ის გაჩუქებს ბუნებრივი და „მარტივი“იქნება.
ერთ დღესაც შენ შეხვდები მას, ვისაც ზუსტად იგივე გრძნობები ექნება,როგორც შენ.იმის მაგივრად ,რომ თქვენი ურთიერთობა სხვებთან დამალოს, ის სიამაყით განაცხადებს ამის შესახებ ყველასთან. მისი ქმედებები უფრო მრავლისმეტყველი იქნება, ვიდრე ფუჭი და ცარიელი სიტყვები,რომ შენ მისთვის მნიშნელოვანი ხარ და რომ მას ძალიან უყვარხარ.
ის არ შეგპირდება სამყაროს, მაგრამ მის ნაწილად გაქცევს.
ის მიგიღებს დ შეგიყვარებს ისეთს ,როგორიც ხარ და არ მოგთხოვს შეცვლას მხოლოდ იმიტომ,რომ მის გონებაში მისივე შემქნილი იდეალური ადამინის პორტრეტი შეავსოს.
ერთ დღესაც შეხვდები მას,ვისთანაც იმაზე მეტად იქნები შენ,ვიდრე ახლა ხარ.
მასთან ყოფნისას შენ საოცრად შენ იქნები. აღარ მოგიწევს ლოდინი იმის, თუ როდის მიხვდება და გაერკვევა საკუთარ თავში,გრძნობებში.აღარც მითითებების მიცემა დაგჭირდება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს შენთან.
ყველაფერი საკმაოდ მარტივად იქნება და შენც ადვილად დაივიწყებ წარსულს,რადგან ის უკვე შორეულ მოგონებად იქნება ქცეული..
ერთ დღესაც შენ შეხვდები მას, ვისთან შეხვედრისასაც ნათელი გახდება ის ,თუ რატომ არ გამოდიოდა არაფერი არასდროს სხვასთან..
ის დაგანახებს ,რომ სიყვარული საოცრად ფაქიზი და ლამაზია– როგორც ამის ყოველთვის გჯეროდა. ის შეგიყვარებს ზუსტად ისე,როგორ სიყვარულსაც ყოველთვის იმსახურებდი.
თარგმანი : ნინი ტაველიძე
წყარო: Thought Catalog
კომენტარი