გურამიშვილის გამზირზე ერთმანეთს ათამდე მსუბუქი მანქანა შეეჯახა
უამინდობის გამო წუხელ თბილისში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გურამიშვილის გამზირზე 10-მდე მსუბუქი ავტომანქანე ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგაც ერთი ბავშვი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვაჟა ფშაველას გამზირზე კი რამდენიმე შეჯახების შედეგად შვიდი მანქანა დაზიანდა. მძიმედ დაშავდა ერთი მგზავრი, რომლის მანქანიდან გადმოყვანას სამაშველი სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის გამოყენების შემდეგ შეძლეს. დაზარალებული წუხელვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი