სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამომრჩევლების ფოტოები და პირადი ნომრები სიებში - თელავში „ქართული ოცნების“ აგიტატორები აქტიურობენ

ხმაურით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი კახეთში. თელავში „ქართული ოცნების“ აგიტატორები აქტიურობენ. ისინი უბნებთან იმყოფებიან და არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს აკონტროლებენ.

მოქალაქეებმა „კურიერის“ გადამღები ჯგუფის შეკითხვებს არ უპასუხეს, თუ რა სიები ჰქონდათ და რისთვის უნდოდათ ისინი. სიებში კი მოქალაქეების სურათები და პირადობის ნომრები იყო განთავსებული.

საიდან ჰქონდათ ქალბატონებს ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოღებული ამომრჩევლების ფოტოები, ეს უცნობია.

მას შემდეგ რაც ადგილზე "რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მივიდა, მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვეს და მოშორებით გადაინაცვლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100